საფრანგეთის პროკურატურამ ბაშარ ასადის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

პარიზის პროკურატურამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესს“ დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა.
გამოძიება ასადის წინააღმდეგ ყოფილი სირიელი სამხედრო ფოტოგრაფის მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტის 55 ათასი მსხვერპლის ფოტო აქვს გადაღებული.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარიზი სირიის კონფლიქტის გადასაჭრელად რუსეთთან და ირანთან ერთობლივად იმუშავებს, მაგრამ პრეზიდენტი ასადი სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ოლანდმა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, სირიაში კოალიციური მთავრობა შექმნან, რომელიც უზრუნველყოფს მომავალს დიქტატურის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები