„დიდი შვიდეული“ და კიდევ 10 სახელმწიფო ლტოლვილებს 1,8 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ

ე.წ. დიდი შვიდეული (G7) და ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის 10 ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დევნილების დასახმარებლად 1.8 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესაკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ლტოლვილების დასახმარებლად 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა იქნება აუცილებელი.
გარდა ამისა, ევროკავშირი ლტოლვილებისთვის დამატებით კიდევ 3 მილიარდ ევროს გამოჰყოფს. ამ თანხიდან 1 მილიარდს თურქეთი მიიღებს, 700 მილიონს – მაკედონია, 600 მილიონს – საზღვრის დაცვის და უსაფრთხოების ევროპული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები