ხარკოვში პროკურატურის ორი თანამშრომელი დააკავეს
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში პროკურატურის ორი თანაშრომელი დააკავეს.
როგორც საყვარელიძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, 5 ათასი დოლარის ქრთამის აღების დროს ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე და ხარკოვის საოლქო პროკურატურის თანამშრომელი დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, ეს პირები დიდი ხნის განმავლობაში კარგად აწყობილი დანაშულებრივი სქემით მოქმედებდნენ. ისინი ერთ-ერთ ქარხანას ბიზნესის წარმოების პროცესში ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდნენ, ხოლო მათ მოსაგვარებლად ფულს სძალავდნენ. ბიზნესმენები ტვირთების განბაჟების პროცესში დიდ სირთულეებს აწყდებოდნენ. პრობლემების მოსაგვარებლად მეწარმეები პროკურატურას უკავშირდებოდნენ, სადაც თითო კონტეინერის გატარებაში 5 ათას დოლარს სძალავდნენ.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ამ ფირმას თვეში 7 კონტეინერი შემოჰქონდა, საკმაოდ მარტივია დადგენა თუ რა კორუფციული შემოსავალი ჰქონდა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს“ – განაცხადა საყვარელიძემ. მისივე თქმით, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელმა სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართა.