ვიტალი კლიჩკოს კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭება სურს

კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს ვოზდუხოფლოტის გამზირისთვის, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელის მინიჭება სურს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქის მერის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გერმანიაში ყოფნის დროს მოსკოვში მოკლული პოლიტიკოსის შვილთან ჟანა ნემცოვასთან შეხვედრის დროს განაცხადა. კლიჩკოს ქალაქ კიოლნში Lichtgestalt Sport-ის ჯილდო მიანიჭეს. ამ ცერემონიას ბორის ნემცოვის შვილიც ესწრებოდა. ჟანა ნემცოვამ ამ იდეას მხარი დაუჭირა.
ცნობილი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები