იემენში საქორწინო ცერემონიის დაბომბვისას 131 ადამიანი დაიღუპა

131 ადამიანი დაიღუპა იემენში საქორწინო ცერმონიალზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაკეტები საქორწილო სეფას ესროლეს, რომელიც დასახლება ალ-ვახგას სიახლოვეს იყო განთავსებული.
ქორწილს მამაკაცი აღნიშნავდა, რომელიც ამბოხებულ ხუსიტებთან იყო დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ხუსიტებს საერთაშორისო კოალიცია ბომბავს საუდის არაბეთის მეთაურობით, მაგრამ ისინი დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ. იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე ერთი წელია გრძელდება. მიმდინარე წლის მარტის შემდეგ საუდის არაბეთი და არაბული კოალიცია ამბოხებული ხუსიტების პოზიციებს ბომბავს.
გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 4,5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები