აშშ-მ „თალიბანის“ პოზიციები დაბომბა
აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ქალაქ კუნდუზის მახლობლად „თალიბების“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ, „ბი-ბი-სი“ კოალიციური ძალების მეთაურობაზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა კუნდუზზე შეტევა დაიწყეს. ქალაქი ორშაბათს თალიბების შეიარაღებულმა რაზმებმა დაიკავეს.
ბოლო ინფორმაციით, ავღანეთის არმიამ „თალიბანის“ „ბოევიკებისგან“ ციხე და პოლიციის შენობა გაათავისუფლა. კუნდუზში რამდენიმე სტრატეგიული გზა არსებობს, ხოლო თავად პროვინცია ტაჯიკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ქალაქში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს.