ტაივანში მომხდარი ტაიფუნის გამო 2 ადამიანი დაიღუპა
ორი ადამიანი დაიღუპა და 320 დაშავდა ტაივანში, ტაიფუნ „დუცზუანის“ გამო. სტიქიის შედეგად სატრანსპორტო მიმოსვლა დაირღვა, გადაიდო ავიარეისები, ჩაიკეტა ავტო და რკინიგზის მაგისტრალები. ასიათასობით ადამიანი წყლის და შუქის გარეშე რჩება.
CNA-ის ცნობით, დაკარგულია 6 ტურისტი, რომლებიც მთებში იმყოფებოდნენ. ისინი ორი დღეა კავშირზე არ გამოდიან.
სააგენტოს ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 33 მეტრს შეადგენს. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტაიფუნმა უკვე მიაღწია ჩინეთის პროვინცია ფუცზიანამდე. ამ რეგიონში განგაშის პირველი დონე გამოცხადდა.