რუსეთმა უკრაინისთვის საჰაერო სივრცე დახურა

რუსეთი 25 ოქტომბრიდან უკრაინის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს კიევის მიერ რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ნაბიჯია.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებულებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 16 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ სიაში საერთო ჯამში 21 რუსული ავიაკომპანია მოხვდა.
სანქციები შეეხო, როგორც იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დაფრინავს, ასევე მათ, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეს არ კვეთენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები