ვიდეოჰოსტინგი YouTube ფასიანი ხდება

პოპულარული ვიდეოჰოსტინგი YouTube, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობს, როგორც უფასო რესურსი, ოქტომბრის ბოლოს ფასიანი უნდა გახდეს. მისი ადმინისტრაცია მომხმარებლისთვის ხელმოწერის შემოღებას გეგმავს. ვიდეოკონტენტის მომხმარებლებს რესურსის ადმინისტრაციიდან ელექტრონული წერილები მიუვიდათ, რომელშიც ახალი პირობებია ჩამოყალიბებული.
„ღია ჩვენებისთვის ვიდეო აშშ-ში ხელმისაწვდომი აღარ იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
YouTube-ზე ხელმოწერა თვეში 10 აშშ დოლარი იქნება. მის მფლობელებს საშუალება ექნებათ ვიდეოს რეკლამის გარეშე უყურონ და ვიდეორგოლები ინტერნეტთან დაკავშირების გარეშეც ნახონ. შეეხება თუ არა ეს ცვლილებები სხვა ქვეყნებს, თუ YouTube ფასიანი მხოლოდ აშშ-ს მომხმარებლისთვის იქნება, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები