პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ნაწილმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. დარბაზიდან გასულ პირთა შორის რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი იყო. სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი რუსი დიპლომატი დარჩა.

„ჩვენ სხდომათა დარბაზი აშკარად პოლიტიზირებული გამოსვლის გამო დავტოვეთ, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა სამიტის თემას“, – განუცხადეს სააგენტო „ტასს“ რუსეთის დელეგაციის წევრებმა.

რუსეთის დელეგაციის უკმაყოფილება პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო ქვეყანა ყოველდღიურად 5 მილიონ დოლარს კარგავს. უკრაინის ლიდერის თქმით, ეს თანხები ინვესტიციებისთვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის იქნებოდა გამოყენებული. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ კიევი არ აპირებს მოსკოვთან კონსულტაციების გამართვას თავისი ევროპული არჩევანის საკითხზე, ხოლო გლობალური უსაფრთხოება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოგვარდება კონფლიქტი უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები