მამუკა არეშიძე: უკრაინელი პოლიტოლოგები სააკაშვილს, საყვარელიძეს და მის თანაგუნდელებს ავანტიურისტებს უწოდებენ

ერთადერთი ფიგურა,რომელსაც უკრაინაში პატივს სცემენ და აფასებენ, ეს არის ეკა ზღულაძე – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
არეშიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ადგილობრივი პოლიტოლოგების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს, დავით საყვარელიძესა და მათი გუნდის წევრებს ავანტიურისტებად მოიხსენიებენ.
„გასულ კვირას ვიმყოფებოდი უკრაინაში. ვნახე,რომ უკრაინელებისთვის არსებობს ორი საქართველო, ერთია დღევანდელი ხელისუფლების საქართველო და მეორე-მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების. ესეც განპირობებულია ნაკლები აქტიურობით, რასაც საქართველოს ხელისუფლება და მისი დიპკორპუსი იჩენს.
მე ვიმყოფებოდი დასავლეთ უკრაინაში, მათთვის მიუღებელია ის, რაც ხდება კიევში და რაც ხდება უკრაინაში, საინტერესოა მათი აზრი საქართველოდან გადმოსხმული დესანტების მიმართ, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში არიან. ერთადერთი ფიგურა,რომელსაც პატივს სცემენ და აფასებენ, ეს არის ეკა ზღულაძე, მის მიერ ჩატარებული რეფორმისა და ქცევის წესების გამო. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დავით საყვარელიძესა და მათი გუნდის წევრების შეფასებას, ძალიან ბევრ უკრაინელ პოლიტოლოგთან მქონდა საუბარი და ისინი ასეთ რამეს ამბობენ, რომ ეს არის ავანტიურისტი გუნდი, რომლებმაც იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს საქართველოში, მაგრამ დღეს ესენი უკრაინას სჭირდებიან იმისთვის, რომ კორუმპირებული, ოლიგარქიული მთავრობა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდეთ, პოროშენკოს მეთაურობით, და ეს დაძაბულობა განპირობებულია იმით,რომ ამ ჯგუფის უკან დგანან ამერიკელები“, – წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები