ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს და რუსეთს სირიაში ერთი მოწინააღმდეგე ჰყავთ – „ისლამური სახელმწიფო“.

„ჯონ კერიმ დღეს დამიდასტურა, რომ აშშ-ს ერთადერთი მიზანი სირიაში ისლამისტებთან ბრძოლაა. ამაში ჩვენი პოზიციები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან“, – განუცხადა ლავროვმა სააგენტო „ინტერფაქსს“.

დღესვე ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის ბორაკ ობამას და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს. შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებით ვაშინგტონი და მოსკოვი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, საუბარი იქნება უკრაინის პრობლემაზე, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეხვედრის ძირითადი თემა სირია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები