ქურთმა „ბოევიკებმა“ პოლიციის ავტომობილის ნაცვლად საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს

თურქეთში, დიარბაკირის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის „ბოევიკებმა“ რაკეტა, შემთხვევით, საცხოვრებელ სახლს ესროლეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ექსტრემისტები პოლიციის დაჯავშნულ მანქანას უმიზნებდნენ, მაგრამ რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. აფეთქების შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაიჭრა.
შეგახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ერაყში ქურთთა პოზიციებს შეუტიეს, „ბოევიკებმა“ ანკარასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალადაკარგულად გამოაცხადეს. მას შემდეგ ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა 110 თურქი პოლიციელი და სამხედრო მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები