4 წლის განმავლობაში, სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოს“ 30 ათასი უცხოელი შეუერთდა

ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს 2011 წლიდან 30 ათასი უცხოეთის მოქალაქე შეუერთდა. მათ შორის არიან ევროპისა და აშშ-ს სახელმწიფოების მოქალაქეებიც. ამ მონაცემებს The New York Times-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით აცრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს სირიასა და ერაყში ისლამისტების მხარეზე 15 ათასი უცხოელი იბრძოდა. ანუ ერთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. „ისლამურ სახელმწიფოს“ დღესაც დაკავებული აქვს სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები