რომის პაპმა ფილადელფიაში მესა ჩაატარა

რომის პაპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. აშშ-ში სტუმრობის ბოლო დღეს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა ფილადელფიაში, ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა.
რომის პაპმა მილიონზე მეტ ადამიანს, რომლებიც მესას ესწრებოდნენ, ოჯახის ერთიანობისა და სიყვარულის გაძლიერებისგან მოუწოდა.
პაპმა ფრანცისკემ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ერთად ილოცა და განაცხადა, რომ მოძალადე სასულიერო პირები დაუსჯელები არ დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები