ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ჯარი სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ აპირებს

ამ ეტაპზე, მოსკოვი სირიაში საბრძოლო ოპერაციებისთვის საკუთარი ჯარის გამოყენებას არ გეგმავს, – ამის შესახებ „სი-ბი-ეს“-ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინი რამდენიმე დღის წინ ამერიკული დაზვერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სირიის პორტ ლატაკიასთან ახლოს, რუსეთმა საბრძოლო ვერტმფრენები და თვითმფრინავები განათავსა. პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სირიაში საბრძოლო ოპერაციებში ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებს, რუსეთის ფედერაცია, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მომავალში, კიდევ უფრო სერიოზულ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.
„სირიაში მხოლოდ ერთი ლეგიტიმური არმიაა – პრეზიდენტ ასადის შეაიარაღებული ძალები. არის ასევე, ბაშარ ასადთან დაპირისპირებული ოპოზიცია, როგორც მას ზოგიერთი ჩვენი კოლეგა უწოდებს, სინამდვილეში კი, ასადის არმია ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის მიერ სირიაში შეიარაღებული ძალების გაგზავნა დასავლეთის შეშფოთებას იწვევს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებს. პუტინი კი აცხადებს, რომ მოსკოვის მოქმედება სირიის ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და გაეროს წესდებას არ ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები