კატალონიაში საპარლამენტო არჩევნებზე რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს

კატალონიაში გამართული საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „Junts per Si“-მა („ერთად დამოუკიდებლობისკენ“) 135 ადგილიდან 62 მოიპოვა. ეს პოლიტიკური ძალა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფის მომხრეა. 10 ადგილი კატალონიის პარლამენტში მემარცხენე პარტია „სახალხო ერთიანობამ“ მიიღო, რომელიც ასევე რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ, არტურ მაასმა, ბარსელონაში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობამ ესპანეთისგან გამოყოფის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
„ჩვენ გავიმარჯვეთ! კატალონიელებმა გამოუკიდებლობას „კი“ უთხრეს“, – განაცხადა მაასმა.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ესპანეთისგან გამოყოფა წელიწადნახევარში გახდება შესაძლებელი. ესპანეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ ამ მცდელობას სასამართლოს გზით დაბლოკავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები