ალექსანდრე ლუკაშენკომ და პან გი მუნმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„ლუკაშენკომ და პან გი მუნმა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. მათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან აცილებისთვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ბელორუსიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ევროპაში ამ კონფლიქტის გავრცელების საფრთხე, რისი დაშვებაც არ შეიძლება“, – ნათქვამია ბელორუსიის ლიდერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის საკითხში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ „მინსკი მშვიდობის სიმბოლო გახდა“. ალექსანდრე ლუკაშენკო ნიუ იორკში იმყოფება, სადაც მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი 10 წლის წინ, 2005 წელს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები