თურქეთში გემის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ტერიტორიაზე, ეგეოსის ზღვაში, ქალაქ ბოდრუმთან დევნილების ნავი ჩაიძირა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი.
მათივე ცნობით, ნავი საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიემართებოდა. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის კატარღებით ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები