რუსეთში გასამართლებული ესტონელი ჯაშუში რუს აგენტში გაცვალეს

რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებული ესტონეთის უშიშროების პოლიციის თანამშრომელი ესტონ კოხვერი რუსულმა მხარემ ესტონეთს გადასცა.
სანაცვლოდ კი ესტონეთმა რუსეთს შს ექს-ოფიცერი ელექსეი დრესენი გადასცა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
რუსული წყაროების ცნობით, კოხვერი ესტონეთის საზღვრის სიახლოვეს 2014 წლის 5 სექტემბერს დააკავეს. მას ჩხრეკისას პისტოლეტი, 5 000 ევრო, ასევე სპეციალური ტექნიკა აღმოაჩნდა, რაც „სადაზვერვო დავალებისთვის უნდა გამოეყენებინა“. ესტონური მხარე კი ირწმუნებოდა, რომ კოხვერი რუსულმა სპეცსამსახურებმა ესტონეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს და საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები