სერჟ სარგსიანი აზერბაიჯანს ემუქრება

სომხეთი აზერბაიჯანს დასჯის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, – ეს განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საზღვარზე აზერბაიჯანის მხრიდან მომხდარი სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვის კომენტირებისას გააკეთა.

„აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზიდან გადაუხვია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს.

აზერბაიჯანის დანაშაულებრივი რეჟიმი ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ეფლობა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჭაობში“, – აცხადებს სარგსიანი. მისივე თქმით, სომხეთი აზერბაიჯანისთვის „სადამსჯელო ხმალი“ გახდება და ამ დანაშაულებში წერტილის დასმას აპირებს. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ ეს აგრესიული ქმედებები გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის დაწყებას დაამთხვია.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომის გვეშინია, მაგრამ ბრძოლის არ გვეშინია, ეს უბრალო სიტყვები არ არის. მთიანი ყარაბაღი, რომელიც სომხეთის განუყოფელი ნაწილია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასამხედროებული ტერიტორიაა და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ აზერბაიჯანის ხელისფულებას, რომელიც დანაშაულს სჩადის როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, ორი დღის წინ აზრბაიჯანის მხრიდან საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლის გახსნის შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები