აშშ-მ უკრაინას 244 მილიონი დოლარის იარაღი მიაწოდა

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, აშშ-მ უკრაინას 244 მილიონი დოლარის დამხარება უკვე გამოუყო. ესენია ყველგანმავლები, რადარები, ღამის ხედვის ხელსაწყოები, ჯავშანჟილეტები და სამედიცინო ხელსაწყოები.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკის განცხადებით, ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხი არ განიხილებოდა. პოლტორაკი აშშ-ში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ნოემბრის ბოლომდე აშშ უკრაინის ეროვნული გვარდიის 900 მებრძოლს გაწვრთნის, ხოლო მომავალში საჯარისო ნაწილების მომზადებასაც დაიწყებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმდინარე კვირას ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყნის სამხედრო დოქტრინის შესახებ, რომლის მიხედვით უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები