ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახური იტყობინება. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები კოკიმბოს პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი 8,3 მაგნიტუდის მიწისძვრისგან დაზარალდა. მაშინ სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ სიძლიერის მიწისძვრას ცუნამის გამოწვევა არ შეუძლია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, თუმცა ეს განგაში მალევე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები