მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაბომბვაში ადანაშუალებს – არის მსხვერპლი
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აზერბაიჯანულ მხარეს სარაკეტო-სარტილერიო ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებენ, რასაც ოთხი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა.
„აზერბაიჯანის მხრიდან 25 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში თურქული წარმოების TP-107-ის რეაქტიული სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარზე ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებში სომხურ მხარეს ადანაშაულებს და მათი მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს.