ალექსანდრე ლუკაშენკო პირველად 10 წლის შემდეგ აშშ-ში ჩავა
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პირველად 10 წლის შემდეგ აშშ-ში ჩავა.
ბელორუსიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო გაეროს 70-ე ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, ლუკაშენკო აქტუალური საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვას წარმოადგენს.
ბელორუსიის ლიდერი გაეროს გენერალურ მდივანს და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ ჰუსეინს შეხვდება. ლუკაშენკოს ბოლო ვიზიტი აშშ-ში 2005 წელს ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ უახლოეს მომავალში სანქციებს გააუქმებს.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ბელორუსიის პრეზიდენტმა ციხიდან რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.