რატომ არ აპატიმრებს პოროშენკო კორუმპირებულებს – სააკაშვილმა განმარტება გააკეთა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახსნა, თუ რატომ არ აპატიმრებს პეტრო პოროშენკო კორუმპირებულ პირებს.
„შეეხები ერთ ოლიგარქს, ის მაშინვე ყვირის – რატომ არ აპატიმრებთ სხვებს? მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა „ნოვოიე ვრემიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, პოროშენკოს არა აქვს ის მანდატი, რაც სააკაშვილს და მის გუნდს 2004 წელს ჰქონდათ. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უმაღლესი რადის წევრი რადიკალური პარტიიდან იგორ მოსიიჩუკი დააკავეს, რომელიც კორუფციულ ქმედებებშია ეჭვმიტანილი. ამის შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მოსიიჩუკი სულაც არ არის ყველაზე სერიოზული კორუფციონერი და სისტემური დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები