რუსეთი უკრაინას გაზს შეღავათიან ფასში მიაწვდის
კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში გაზის მიწოდების ფასზე შეთანხმდნენ.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გაიმართა მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსეთისგან ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში მიიღებს.
მოლაპარაკებების შედეგად, კიევი ათას კუბურ მეტრზე 232 დოლარს გადაიხდის, რაც საწყის ფასზე 20 დოლარით ნაკლებია.
ამასთანავე, ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გამოყოს, რაც უკრაინულ მიწისქვეშა გაზსაცავებში გაზის ჩატუმბვას მოხმარდება.