სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას კონგოდან ვადამდე ადრე 50 სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მას 50 სამხედრო მოსამსახურე გამოჰყავს. „როიტერის“ ინფორმაციით. ეს გადაწყვეტილება სამხედროების დისციპლინური დარღვევების გამო მიიღეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები კომენდანტის საათის დროს ბაზის გარეთ იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

სააგენტოს ინფორმაციით, გაეროს მისიის სამხედროების მიერ კანონის დარღვევა არცთუ იშვიათი მოვლენაა. გაეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს და ეს ორგანიზაცია იმ კონტინგენტთან მუშაობს, რომელსაც მისი წევრი ქვეყნები გამოყოფენ. დღეს გაეროს სამშვიდობო მისიები მსოფლიოს 16 ქვეყანაში მუშაობენ. მათი უდიდესი ნაწილი აფრიკის კონტინენტზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები