უკრაინა „აეროფლოტს“ და „ტრანსაეროს“ ქვეყანაში ფრენას უკრძალავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებას ამზადებს, რომლის მიხედვით რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის „აროფლოტს“ და „ტრანსაეროს“ უკრაინაში ფრენა აეკრძალებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მთავრობა უახლოეს მომავალში რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენას აკრძალავს, მათ შორის, პირველ რიგში, არიან კომპანიები: „აეროფლოტი“ და „ტრანსაერო“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ტრანსაერო“ და „აეროფლოტი“ უკრაინის სანქციების სიაში მოხვდნენ, სადაც 500 ფიზიკური და იურიდიული პირი შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები