პირველად ისტორიაში რომის პაპმა აშშ-ს კონგრესს სიტყვით მიმართა
რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის პირველი წინამძღვარია, ვინც აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი გამოსვლის ტრანსილირება კაპიტოლიუმთან ახლოს განთავსებული დიდი მონიტორებით ხდებოდა. აქ 50 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. თავის გამოსვლაში ფრანცისკმა ისაუბრა ოჯახებზე და ქორწინებაზე, იარაღით ვაჭრობის აკრძალვაზე, ასევე მთელ მსოფლიოში სიკდილით დასჯის გაუქმებასა და ლტოლვილების პრობლემაზე.
გამოსვლის დროს კონგრესში იმყოფებოდნენ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ასევე გაეროში აშშ-ს ელჩი და ფინანსთა მინისტრი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარბაზში არ იყო, ის რომის პაპს მანამდე შეხვდა.
კონგრესში გამოსვლის შემდეგ რომის პაპმა კონგრესის შენობასთან შეკრებილებს ტრადიციულ სტილში – აივნიდან მიმართა და მათ ლოცვისკენ მოუწოდა.