აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვის გამო სამი ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტავუშის რაიონის სოფელ ბარდავანში 94 და 41 წლის ქალბატონები დაიღუპნენ. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. იმავე რაიონის სოფელ ფარავაკარში კი 83 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობის დაუშვებლობისკენ მხარეებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ.
„ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს კონტაქტი აქვთ სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან და მათ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.