მოსკოვში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკავების სანქცია გასცა. რუსული მედიის ცნობით, ისინი რუსეთში ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ აჰმედ ამირხანოვს და კერიმ ხატიევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოცემა LifeNews-ის ინფორმაციით, ამირხანოვი და ხატიმოვი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.