ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევეს

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის დატოვება უბრძანეს.
როგორც „ბი-ბი-სი“ გაეროზე დაყრდნობით იუწყება, ამ ორგანიზაციის ჰუმანიტარული სააგენტოს მუშაობა დონეცკშიც შეჩერებულია. გაეროს წარმომადგენელთა განცხადებით, თუ ამ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა არ აღდგა, იქ სურსათი და მედიკამენტები არ ჩავა.
„საავადმყოფოებში ოპერაციებს ვერ აკეთებენ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების არარსებობის გამო, ხოლო 150 აათასი ადამიანი საკვებს ვერ მიიღებს, რომელიც იქ ჰუმანიტარული არხებით ჩადის“, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო სამმართველოს ხელმძღვანელმა სტივენ ო’ბრაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები