„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში განხეთქილება მოხდა
ერაყის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში განხეთქილება მოხდა.
„მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქი ბაიჯის დაკავება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს, მათ რიგებში განხეთქილება მოხდა“, – იტყობინება ერაყის დაზვერვა. ერთ-ერთი დაჯგუფება ერაყის დატოვებით და სირიაში დაბრუნებით იმუქრება.
ქალაქი ბაიჯი, რომლის დაკავებასაც „ისლამური სახელმწიფო“ ივნისიდან ცდილობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია. იქ დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, რომელიც ისლამისტებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.