ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად 62 ადამიანი დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგების გამო 2 ათასი სახლი დაინგრა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სორონგიდან 29 კილომეტრში მდებარეობდა. ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინდონეზია დედამიწის ყველაზე ძლიერ სეისმურ ზონაში მდებარეობს, რომელიც ცნობილია, როგორც „წყნარი ოკეანის ცეცხლის რკალი“.