მექასთან ახლოს დაღუპულთა რაოდენობა უკვე 717 ადამიანს შეადგენს

საუდის არაბეთში, მექასთან ახლოს დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 717 ადამიანს შეადგენს. დაშავებულია 805 პირი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველ საათს მატულობს.
როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭყლეტა ადამიანების ორი ნაკადის „შეჯახებამ“ გამოიწვია, რომელიც კარვების ქალაქში სხვადასხვა გასასვლელით გადაადგილდებოდა. ამის გამო ვიწრო ქუჩაში ადამიანთა ჭყლეტა მოხდა.
Al Jazeera იტყობინება, რომ დაღუპულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც მომლოცველების გზაზე ისხდა. მომლოცველების მოძრავი მასა გაჩერებას შეეცადა, მაგრამ ამ ადამიანებმა უკნიდან ნაკადის მიწოლის შედეგად თავი ვეღარ შეიკავეს და თავად დაეცნენ. შემდეგ მათ მუსულმან მომლოცველთა ნაკადმა ფაქტობრივად გადაუარა.
მსგავსი შემთხვევები მუსულმანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში ადრეც მომხდარა. 1990 წელს მექაში, ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები