რამზან კადიროვს მექაში დაღუპული ადამიანების შურს

მშურს იმ ადამიანების, ვინც მექასთან ახლოს, მინას მდელოზე ჭყლეტაში დაიღუპა, ვინაიდან ეს მუსულმანებისთვის წმინდა ადგილზე მოხდა, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
„ეს ადამიანები მუსულმანებისთვის წმინდა დღეს, წმინდა ადგილზე დაიღუპნენ, ამიტომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან და ჩვენ მათი გვშურს. ალაჰმა ქნას, რომ ჩვენ მათ სამოთხეში შევხვდეთ“, – განუცხადა კადიროვმა „ბი-ბი-სის“.
მისი თქმით, ალაჰი ყველას შეუნდობს ცოდვას, ვინც მექაში წმინდა რიტუალის დროს დაიღუპა.
„ყველა მუსულმანს სურს ალაჰის ხილვა. ეს ტრაგედიაც არის და უფლისგან დიდი საჩუქარიც“, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ მექასთან ახლოს მომლოცველებს შორის მომხდარი ჭყლეტის შედეგად 450-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები