რუსულმა კრეისერმა „მოსკოვმა“ ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო გეზი

რუსული კრეისერი „მოსკოვი“ შავიდან ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, სირიის სანაპიროსთან მიემართება. ხმელთაშუა ზღვაში კრეისერი წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ხომალდის ეკიპაჟი საწვრთნელ საარტილერიო და სარაკეტო სროლას განახორციელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრეისერ „მოსკოვის“ გარდა, სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სადესანტო და სანაპირო დაცვის ხომალდები. ბოლოს ასეთი წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში რუსეთმა 2013 წელს გამართა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში განთავსებული ავიაგამანადგურებლებით შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები