იემენის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

იემენის დედაქალაქ სანაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი მეჩეთში მოხდა, სადაც მომლოცველები იდ ალ-ადხას დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვაზე შეიკრიბნენ.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ბევრი დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. „როიტერის“ ცნობით, მეჩეთი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტერაქტი იემენის მეჩეთებში ადრე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს ჰგავს, რომლებზეც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ალ-ქაიდას“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ აიღო. იემენის მეჩეთებზე ბოლო სამ თვეში ექვსი თავდასხმა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები