პოროშენკო სააკაშვილის გაპრემიერების პეტიციის ავტორებს პასუხობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის პროცედურის დაწყება 2015 წლის 11 დეკემბრამდე შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეების ელექტრონული პეტიციის საპასუხოდ განაცხადა. პეტიციის ავტორები პოროშენკოს სთხოვენ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნოს.
პოროშენკოს თქმით, ახალი პრემიერის კანდიდატურის განხილვა მხოლოდ მთავრობის მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ არის შესაძლებელი. უმაღლეს რადას კი ამ საკითხის განხილვა მხოლოდ 2015 წლის 11 დეკემბრის მერე შეუძლია, როდესაც არსენი იაცენიუკის მთავრობის დამტკიცებიდან ერთი წელი გავა.
გარდა ამისა, პოროშენკოს თქმით, უკრაინის პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურის განსახილველად მისი პირადი თანხმობაა საჭირო, მას კი ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები