მაკკეინი ოდესაში საქართველოს საზღვარზე საუბრობს

ოდესაში მყოფი აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მოქმედებით, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადასწია.
„რუსები ყოველთვიურად საზღვარს სწევენ სუვერენული საქართველოს ტერიტორიის შიგნით. ეს საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“, – განაცხადა მაკკეინმა.
საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მისი ურთიერთობების კომენტირებისას მაკკეინმა განაცხადა, რომ „მას აქვს კავშირი დღევანდელ მთავრობასთან, ვინაიდან ის ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული“. ამასთანავე, მაკკეინს უკეთესობისკენ სამთავრობო კურსის ცვლილების იმედი აქვს.
შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთან „საზღვარზე“ „სადელიმიტაციო“ სამუშაოებს ატარებენ. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტერიტორიას“ უწოდებს, ამ სამუშაოებში, ბუნებრივია, არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები