ბოდრუმში ძლიერი წყალდიდობა მოხდა
თურქეთის პოპულარულ კურორტ ბოდრუმში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Todays Zaman-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წყალმა ქალაქის ქუჩები დატბორა, ავტომობილები წყალში ჩაიძირა, დაიტბორა სახლების სარდაფებიც.
კოკისპირული წვიმა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს, სადაც ჯერ კიდევ გრძელდება ტურისტული სეზონი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყლის ნაკადმა, საერთო ჯამში, 20-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა.