საუდის არაბეთში ჭყლეტაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში ჩასულ მომლოცველთა შორის მომხდარ ჭყლეტაში სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 400-ზე მეტმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჭყლეტა მექასთან ახლოს მოხდა, სადაც მუსულმანები საეკლესიო რიტუალს ასრულებდნენ. ამჟამად დაშავებულების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მთლიანად მექაში მუსულმანებისთვის წმინდა რიტუალის შესასრულებლად მილიონზე მეტი ადამიანია ჩასული.
მექაში ჭყლეტის შედეგად ტრაგედიები ადრეც მომხდარა. 1990 წელს მექის ერთ-ერთ გვირაბში ჭყლეტის შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები