ეგვიპტეში “ალ-ჯაზირას“ ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ ორი ჟურნალისტი ეგვიპტეში გაათავისუფლეს. ისინი ეგვიპტის პრეზიდენტმა შეიწყალა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მუჰამედ ფახმი, რომელსაც ორმაგი – ეგვიპტის და კანადის მოქალაქეობა აქვს, ასევე ბაჰერ მუჰამედი შეწყალების ხელმოწერის შემდეგ ციხიდან გაუშვეს.
საუბარია მესამე შეწყალებულ პირზეც, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
სამივე ჟურნალისტი 2014 წელს გაასამართლეს და მათ ორგანიზაცია „ძმები მუსულმანებთან“ თანამშრომლობის გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი 3 წლამდე შეუმსუბუქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები