ოდესის მერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყრის კენჭს

პეტრო პოროშენკოს ბლოკის საქალაქო პარტიულმა კონფერენციამ ოდესის მერის პოსტზე საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსანდრე ბოროვიკის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთანავე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თვითონ მერის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს.
ბოროვიკი ლვოვშია დაბადებული, მან ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ კომპანია „მაიკროსოფტში“ სახელმწიფო სექტორთან კავშირის საკითხებში მთავარ იურისტად მუშაობდა.
უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები