რუსეთის პრიმორიეს მხარეს დათვები შეესივნენ

პრიმორიეს მხარის კიროვის რაიონში დათვების შემოსევის გამო საბავშვო ბაღებში სეირნობა აიკრძალა. PrimaMedia-ს ინფორმაციით, ასევე ამ მიზეზით მოსწავლეებს დასვენებების დროს ქუჩაში გასვლა აეკრძალათ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ღამის საათებში ქუჩაში გასვლასაც არ ურჩევს.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დათვი ორსულ ქალს თავს დაესხა და მას სხეულის დაზიანება მიაყენა. გამოცემის ინფორმაციით, რაიონის ადმინისტრაციაში რეგულარულად შედის ინფორმაცია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში დათვების არსებობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები