გერმანიაში აშშ-ს მიერ ახალი ატომური ბომბების განთავსების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს
აშშ-ს მიერ გერმანიაში ახალი ატომური ბომბების განთავსების შემთხვევაში, რუსეთი კონტრზომებს მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „ეს არის ევროპაში სიტუაციის გამწვავებისკენ გადადგმული ძალზე სერიოზული ნაბიჯი. ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში ეს სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს და რუსეთისგან პარიტეტის აღსადგენად საპასუხო ზომებს მოითხოვს“, – განაცხადა პესკოვმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ გერმანიაში ახალი B61-12-ის ტიპის 20 ატომური ბომბის განთავსებას გეგმავს, ტელეარხმა ZDF-მა გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამოყოფილია თანხები ამ ტიპის იარაღით გერმანული Tornado-ს ტიპის ბომბდამშენების აღჭურვის შესახებ.
В61-12-ის ტიპის ბირთვული ბომბი 80 – ჯერ აღემატება 1945 წელს ჰიროსიმაზე ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს.