რა მარშრუტით აპირებდა გიგი უგულავა საქართველოდან წასვლას

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე 15-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქართველოდან გაქცევის შესახებ ყვება და დარწმუნებით აცხადებს, რომ უგულავა უკრაინაში წასვლასა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას აპირებდა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ქადაგიძე აცხადებს, სწორედ ამ მიზეზით მოითხოვეს ადვოკატებმა პროცესის ერთი კვირით გადადება. „სწორედ ამ ერთი კვირის განმავლობაში აპირებდა ის ქვეყნის დატოვებას. არსებობდა და განსაზღვრული იყო რამდენიმე მარშრუტიც: პირველი მიმართულება იყო ოსეთიდან გასვლა, მეორე – პანკისი, მესამე – ანაკლია. არჩევანი სიტუაციის მიხედვით გაკეთდებოდა.
გათავისუფლებიდან 24 საათის განმავლობაში ამას იმიტომ ვერ გააკეთებდა, რომ ყურადღების ცენტრში იყო, ყველა ურეკავდა, ეხმიანებოდა, ამიტომ ვერ გაიქცეოდა.
ერთი კვირის მანძილზე კი ნელ-ნელა წავიდოდა. უგულავა უკრაინაში აპირებდა წასვლას და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას“,- ირწმუნება ქადაგიძე. გამოცემასთან ხსენებულ საკითხზე საუბრობს სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გოგიჩაიშვილიც და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დროის მოგებას ცდილობდა, ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ განაჩენის გამოტანა გადაეტანა.“ ეს უნდოდათ იმისთვის, რომ გიგი ქვეყნიდან გაეყვანათ“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები