ათონელმა ბერმა პუტინი ანათემას გადასცა

ათონელმა ბერმა აფანასიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანათემას გადასცა. ამის შესახებ ТСН იუწყება.
„ჩვენ ის ანათემას გადავეცით ძალაუფლების უზურპაციისთვის, იმისათვის, რომ ტკიპასავით ჩვენი სამშობლოს სისხლს წოვს“, – განაცხადა ბერმა.
უკრაინის ომს ბერი აფანასი „სამარცხვინოს და ამაზრზენს“ უწოდებს და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
„აი, წარმოიდგინეთ, ძმა ძმას ებრძვის, ვხოცავთ ერთმანეთს მართლმადიდებლები – ერთი ძმა მეორეს კლავს. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს მღვდლები, ეს არანორმალურები, ჩეჩნების ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს კურთხევას აძლევენ, რომლებსაც უკრაინაში უკრაინელების დასახოცად აგზავნიან“, – განაცხადა აფანასიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები