ბაშარ ასადი დასავლეთთან დიალოგს არ გამორიცხავს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგის გამართვას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ “ეს ქვეყანას დაჭირდება“.
„ნებისმიერი პოლიტიკოსის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ამოცანაა, საკუთარ ქვეყანაზე და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა. თუ ვინმესთან შეხვედრა და მისთვის ხელის ჩამორთმევა სირიის მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება, მე მზად ვარ, ამაზე წავიდე, იმისდა მიუხედავად, მომწონს ეს თუ არა“, – განაცხადა ასადმა რუსეთის მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საუბარი არ არის არც მის ბედზე, არც მის სურვილებზე. საუბარია იმაზე, თუ რას მოუტანს ასეთი ნაბიჯი სირიელ ხალხს. ამიტომ, ასადის თქმით, ის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად არის, თუ ის სირიის მოსახლეობას გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მეხუთე წელია სამოქალაქო ომი მძვინვარებს. დასავლეთის ქვეყნები სამოქალაქო დაპირისპირებაში სირიის პრეზიდენტს და მის გარემოცვას ადანაშაულებენ და ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები